5/27/2010

4th National Selection Conference of EYP Georgia

ქუთაისის შოკისმომგვრელი სესიის შემდეგ კარს National Selection Conference–ი მოგვადგა, მე რაღათქმაუნდა დელეგატად მივიღე მონაწილეობა :) ვინც არ იცით გაგიშიფრავთ აბრევიატურას EYP, მისი სრული ფორმაა European Youth Parliament და ქართულად ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს ნიშნავს :) პირველი დღე აბანოთუბანში შეკრებით დაიწყო, ძალიან გამიხარდა ქუთაისის სესიაზე გაცნობილი დელეგატების(და არამარტო) ნახვა :) თუმცა ინტერესი მკლავდა გამეცნო ჩემი ახალი გუნდელები, როგორც უკვე ვიცოდი ENVI-ს კომიტეტში ვიყავი :) შეკრება დიდხანს არ გაგრძელებულა, ბავშვები მალევე მოვიდნენ და ბოტანიკურისკენ დავიძარით, იქ ყველასათვის საყვარელი Teambuilding დაიწყო :) ბევრი ახალი იყო და ცოტა უკვირდათ როგორ თამაშობდა ბავშვურ თამაშებს ამდენი სერიოზული ადამიანი :D

Teambuilding როგორც იქნა დამთავრდა და კომიტეტები ერთმანეთს გამოვეყავით, გავიცანი ახალი თანაგუნდელები და ახალი chair–ები, ცოტა ხანში ჩანჩქერსკენ გავემართეთ, ერთ–ერთი კომიტეტი კერძოდ AFCO შემთხვევით ჩანჩქერის მაგივრად ხიდზე აღმოჩნდა და შესანიშნავი ფოტოებიც გადაიღეს

ჩანჩქერიდან დაბრუნების შემდეგ იქვე ახლოს ცნობილი ბლოგერი ზურიუსი შევნიშნე, არ გეგონოთ რამე ინფოფმაციას აგროვებდა ჩვენზე :D უბრალოდ მისი უმცროსი ძმის მონახულება გადაწყვიტა, რომელიც ერთ–ერთი დელეგატი იყო :) პირველი დღე ასე მარტივად სახინკლეში დავასრულეთ, სამაგიეროდ ყველამ ვიცოდით რომ წინ ძალიან დამღლელი მეორე დღე გველოდა.
მეორე დღეც მოვიდა, დილით მცირე Teambuilding–ის შემდეგ დაიწყო Committee work–ები შავი ზღვის უნივერსიტეტში, რომელშიც სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი თუმცა ისეთ ადგილას ყოფილა სულ დაეკარგება ადამიანს სწავლის გაგრძელების სურვილი :) Teambuilding–ი ბევრისთვის დამღლელი აღმოჩნდა თუმცა ჩვენი chair–ები დაღლის საშუალებას არ გვაძლევდნენ და გვახალისებდნენ :)
მესამე დღეს მთელი დილა Finalizing resolutions–ს დასჭირდა და ბოლოს დაიწყო General Assembly რომელზეც ყველა მოუთმენლად ელოდა მისი რეზოლუციის ბედს ჩემი გუნდის რეზოლუცია 71ხმით გავიდა, რამაც მთელი კომიტეტი გაგვახარა :)
მეოთხე დღეს General Assembly პარლამენტის შენობაში გაგრძელდა

და მოულოდნელი სტუმრებიც გვეწვივნენ, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით ბაქრაძე, რომელმაც ყველა მოხიბლა თავისი მჭევრმეტყველებით, ალბათ ისიც მოიხიბლა ჩვენით და ამის დამსახურებაა საკმაოდ ვრცელი სტატია parliament.ge-ზე ჩვენს შესახებ

მოკლედ G.A-ც დასრულდა და EYP–ელების შარდენისკენ გავემართეთ, იქ ერთ–ერთ კლუბში შევედით(რომლის სახელიც როგორც ყოველთვის მემართება ხოლმე დამავიწყდა) და კარგად გავაჯაზეთ როგორც იტყვიან :)

ასეთი იყო 4th National Selection Conference–ს მოკლე აღწერა, ვრცელი აღწერა არამგონია რომელიმე სულიერმა შეძლოს იქ იმდენი საინტერესო რამ მოხდა :)
ბოლოს კი გთავაზობთ, ჩვენი 4 დღიანი მოღვაწეობის ამსახველ ვიდეოს, უყურეთ და ისიამოვნეთ :)

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons