6/27/2010

დრო გაჩერდა "ჟურნალისტის დღიურში"

ჟურნალისტის დღიური

გადაცემა ეთერში გადის ყოველ კვირას, 21:00 სთზე

ჟურნალისტის დღიურიამზადებს დოკუმენტურ-პუბლიცისტურ ფილმებს ისეთ ფაქტებსა და მოვლენებზე, რომელთა შესახებაც ფართო საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული; ესაა ისტორიები წარსულიდან, რომლებიც აქამდე ტაბუდადებული ან სხვა ინტერპრეტაციით იყო ცნობილი, მათ შორის, საქართველოს გასაბჭოება, ბაგრატოვანთა ოჯახის და თავად-აზნაურთა საქმე, ქართული ინტელიგენციის განადგურების დეტალები, საბჭოთა საქართველოს ცხოვრება, პერიოდი სტალინური ეპოქიდან დისიდენტურ მოძრაობამდე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია, საქართველოს ისტორიული სიძველეები და სიწმინდეები. ისტორიულ-რელიგიური თემატიკის გარდა, “ჟურნალისტის დღიურიინტერესდება სოციალური თემებითაც, როგორიცაა უნარშეზღუდული ადამიანების, მოხუცებულთა და უდედმამო ბავშვთა ყოფა. “ჟურნალისტის დღიურიასევე ამზადებს დოკუმენტურ ფილმებს იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავის დროზე ეპოქის შექმნა შეძლეს; ესაა ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, მსახიობები, კომპოზიტორები და .. ფილმებში მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის აქამდე უცნობი დეტალებია ნაჩვენები.
ეს იყო ჟურნალისტის დღიურის მოკლე აღწერა, დასაწყისში ერთი სიტყვაა შესასწორებელი:

"გადაცემა ეთერში გადის ყოველ კვირას, 21:00 სთზე"

"გადაცემა ეთერში გადიოდა ყოველ კვირას, 21:00 სთზე"

დიახ,  ძალიან სამწუხარო ფაქტია მაგრამ "ჟურნალისტის დღიური" საბოლოოდ დაიხურა. რამოდენიმე საათის წინ ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ საზაფხულო "არდადეგების"  გამო გააკეთეს გამოსამშვიდობებელი საიჟეტები, თუმცა რამოდენიმე წუთის წინ მათი კოლექტივის ერთ–ერთმა წევრმა საბოლოოდ დამიდასტურა, - დღეს საბოლოოდ გაჩერდა დრო "ჟურნალისტის დღიურში"...
"ჩვენთვის ძალიან ძნელი იყო კონკურენცია, თანამედროვე ქართულ მედია ბაზარზე, რომელიც უხვადაა გაჯერებული: პოლიტიკით, სერიალებით და სხვადასხა კომედიური თუ სენტიმენტალური შოუებით" განაცხადა გადაცემის პროდიუსერმა თამთა კოკელაძემ ბოლო "ჟურნალისტის დღიურში"
მიუხედავად იმისა ,რომ ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს ვენესულელური სერიალები "ჟურნალისტის დღიურმა" მაინც შეძლო და ხალხს თავი მაინც შეაყვარა...
გადაცემის ხელმძღვანელი ეკა წამალაშვილი კი აცხადებს:
"ჩვენ უარი ვთქვით იაფფასიან პოპულარობაზე და მიუხედავად ამისა „ჟურნალისტის დღიური მაინც გახდა პოპულარული, ჩვენ ვგრძნობდით სიყვარულს ჩვენი მაყურებლისგან, მიუხედავად მათი ასაკისა და პოლიტიკური შეხედულებებისა რაც დღევანდელ ქართულ სივრცეში ერთგვარი დეფიციტია"
მე მადლობა მინდა გადავუხადო ამ კოლექტივის თითოეულ წევრს რომლებმაც შეძლეს და შექმნეს საქართველოში ყველაზე დახვეწილი, გემოვნებიანი და ხარისხიანი პროექტი, გემშვიდობებით თამთა კოკელიძის სიტყვებით და იმ იმედით, რომ ამ ნიჭიერ ადამიანებს მალე ახალ, მათთვის შესაფერის პროექტში ვიხილავთ...
"ჟურნალისტის დღიური აღმოჩნდა დროზე უფრო ძლიერი რადგან იგი კვირაში ერთხელ ერთი საათით თქვენთვის აჩერებდა დროს..."

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons