11/15/2010

50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო


50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ – ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც არაერთხელ განხორციელებულა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 50 საუკეთესო წიგნის სიას კი სოციოლოგიური კვლევები, გამოკითხვები და ექსპერტების ანალიზი ადგენს. ყოველ 10–15 წელიწადში წიგნების სია იცვლება, თავიდან იწყება გამოკითხვები, კვლევები და ა.შ საქართველოში ეს პროექტი პირველად(და იმედია არა უკანასკნელად) მედია პალიტრამ დაიწყო. ბუნებრივია 50 წიგნი ვერ დააკმაყოფილებს ყველას გემოვნებას, და ვერც მთელი მსოფლიოს ლიტერატურის საგანძურს ასახავს, თუმცა ეს იქნება ის 50 წიგნი, რომელიც შერჩეული იქნება უბრალო მკითხველების მიერ, და ასახავს XXI საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე მოთხოვნად წიგნებს.

ამ პროექტის შესახებ მე ფეისბუქის დახმარებით შევიტყვე, შესანიშნავი პროექტია და ბუნებრივიცაა, რომ ჩემი დიდი ინტერესი დაიმსახურა, პირად მაგალითზე გეტყვით ამ პროექტის დადებით მხარეს: კითხვა მიყვარს, თუმცა ხშირად მაქვს ისეთი მომენტები როცა არ ვიცი რა წავიკითხო, ბუნებრივია რჩევა მჭირდება, ეს პროექტი კი დარწმუნებული ვარ ჩემი საუკეთესო მრჩეველი გახდება. დიდი ინტერესით ველი სრულ სიას, ამ დროისთვის, მხოლოდ პირველი ოცეულია ცნობილი.

მათ ვისაც გინდათ მიიღოთ მონაწილეობა დანარჩენი 30 წიგნის შერჩევაში, გადადით ამ ბმულზე და დააფიქსირეთ თქვენთვის სასურველი 10 წიგნი.

პირველი ოცეულის გამოქვეყნებამ, აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრის აზრით არ იყო ამ სიაში შესატანი ჟიულ ვერნის - "80000 კილომეტრი წყალქვეშ" და მარკ ტვენის - "ტომ სოიერის თავგადასავალი". ერთი შეხედვით მეც იგივე გავიფიქრე, ეს ხომ საბავშვო წიგნებია, თუმცა ცოტა დაფიქრების შემდეგ მივხვდი რომ ამ წიგნების სიაში მოხვედრა აუცილებელია, ადამიანების უმეტესობა ხომ კითხვას ამ წიგნებით იწყებს, და არამატო ვეთანხმები ამ წიგნებს, დამატებაც კი მინდა კიდევ ერთი "საბავშვო წიგნის", ჰარიეტ ბიჩერ სტოუ"ბიძია თომას ქოხს" ვგულისხმობ. სია ხომ ყველა ასაკის ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი და შესაბამისად ასეთი წიგნებიც საჭიროა...

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სიაში რელიგიური თემატიკის წიგნების შეტანა,  ფეისბუქზე იყო გამოკითხვა ბიბლიის შეტანის თაობაზე, და გამოკითხვაში არა დავაფიქსირე, გამომდინარე იქედან რომ ბიბლია არის ერთი კონკრეტული რელიგიის(მართლმადიდებლობა) წიგნი და რა დააშავეს სხვა რელიგიიებმა?! თუ შევა ერთი სარწმუნოების წმინდა წიგნი მაშინ შევიდეს ყველა სხვა სარწმუნოების წმინდა წიგნი, მაგალითად ყურანი, თალმუდი და ა.შ მოკლედ ასე თუ გავაგრძელეთ 50წიგნიდან 25 რელიგიური იქნება და ამიტომ ვთვლი რომ საერთოდ თუ არ შევა რელიგიური წიგნები ამ სიაში კარგი იქნება J

ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ აედევნოთ ამ პროექტს ტვიტერზე და ფეისბუქზე, ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტის მხარდამჭერ ბლოგს

პოსტის ბოლოს კი გთავაზობთ ამ პროექტის პრომო ვიდეოს:


Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons