1/09/2011

სეზონი (seaZone) - როდესაც ვერ დაბრუნდები . . .



ფილმის შესახებ: ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული მეგობარი მიემგზავრება ბათუმში დასასვენებლად. პირველივე დილას აღმოაჩენენ რომ ქალაქი დაცარიელებულია და მათ გარდა არავინ არის. შიშის მიუხედავად, გმირები გადაწყვეტენ არ გამოტოვონ შესაძლებლობა დაცარიელებულ ქალაქში გაერთონ მაქსიმალურად. ისინი მოივლიან ქალაქის მიტოვებულ მაღაზიებს, დააცარიელებენ სახლებს, გამოაქვთ ძვირფასი სამკაულები, ტანსაცმელები, სასმელი და ა.შ
ერთდღიანი გართობის შემდეგ გადაწვეტენ ქალაქის დატოვებას, თუმცა ქალაქიდან გასასვლელი გვირაბი მათ ისევ უკან აბრუნებს, ცარიელ ქალაქში. ამ დღიდან იწყება მათი კოშმარული ცხოვრება.
მოუთმენლად ველოდი ამ ფილმის გამოსვლას, ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა, მაგრამ რად გინდა კინოთეატრში წასვლა ვერ მოვახერხე, და აი დღეს რუსთავი 2–ის დახმარებით ვუყურე.
იმ მეგობრებისაგან რომლებსაც ფილმი ნანახი ჰქონდათ ბევრი აზრი მქონდა მოსმენილი, ერთი ნაწილი ამბობდა ნაგავიაო, მეორე იძახოდა ჯერ საქართველოში ასეთი კარგი ფილმი არ გადაუღიათო.
ამ პოსტში არ ვაპირებ ფილმის შინაარსის დაწერას უბრალოდ ჩემი აზრი მინდა ვთქვა: ფილმის მთელი მიმდინარეობა საკმაოდ საინტერესოა, ფილმს არ აკლია დაძაბული მომენტებიც, თუმცა სანამ ფილმის ბოლო მომენტს არ უყურებ მანამდე ვერ გაიგებ რა აზრი დევს მასში, სად გაქა ეს ხალხი და ა.შ სწორედ ეს მიმაჩნია ამ ფილმის ღირსებად, ყველაფერი წინ არ არის გადმოლაგებული მაყურებლისათვის.
მართალია ბოლო მომენტმა უკმაყოფილების შეგრძნება დამიტოვა და ჩავთვალე რომ დასასრული ცოტა არ იყოს უაზროა თუმცა საერთო ჯამში მაინც მომეწონა, არ ჰგავს სხვა თანამედროვე ქართულ უაზრო ფილმებს.
მოკლედ, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ გირჩევთ უყუროთ, შეიძლება შედევრი არ არის თუმცა ერთხელ საყურებლად ღირს.
ჩემი რეკომენდაციებით მარტო ყურება მიზანშეწონილი არ არის :D
ვინმე დაისვით გვერდით, თუ თქვენ ვერ გაიგებთ იქნებ იმან გაგიგოს რა ხდება, აი როგორც ჩემ შემთხვევაში, თიკოს დახმარებით უფრო კარგად გავიაზრე რა მოხდა :D

თუ ვინმემ საერთოდ არ იცით რა ფილმზეა ლაპარაკი აი თრეილერი:

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons