1/26/2012

ახალი შეფუთვა - განახლებული გემო


"ნატახტარის" ისტორია 2005 წლიდან იწყება როცა აშენდა და ამუშავდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი.
2008 წლიდან მისი 100%იანი წილი შეიძინა მსოფლიო ლუდის მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხილესმა კომპანიამ "ეფესმა"
რამდენიმე დღეა რაც ნატახტარმა სახე იცვალა და ამის აღსანიშნავად ივენთ ჰოლში წვეულება გაიმართა სადაც პრესის და ბევრი ცნობილი სახის გვერდით რამდენიმე ბლოგერსაც მოგვეცა ყოფნის საშუალება.
მოსაწვევი
ივენთ საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, მთელი საღამოს მანძილზე მას მუსიკალურად BIG BANDი აფორმებდა, მომღერლები კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სცენაზე.  პერიოდულად გათამაშებებიც იმართებოდა, გათამაშდა 100 ბოთლი ლუდი, ასევე მაცივარი ლუდთან ერთად. ერთი ბიჭი რომელმაც ვერაფერი მოიგო იმდენად აქტიურობდა მაინც აჩუქეს 100ბოთლი ნატახტარი, აი ამ მომენტში დავიბოღმე. მეც მეაქტიურა იქნებ მომეგო განახლებული ნატახტარი.
მაია ბარათაშვილი
მთელი საღამო გაჯერებული იყო სხვადასხვა ეფექტებით, ყველა მეტად მომხიბლა პატარა შავმა ყუთებმა, რომლებიც მთელ ჰოლში იყო მიმოფანტული და 3D ეფექტით აჩვენებდა ნატახტარის შეფუთვის ტრნსფორმაციას. ახალმა შეფუთვამ ჩემი სიმპატია დაიმსახურა, რაღაც უფრო ნათელი ფერებია, ოქროსფერი ჭარბობს და ნატახტარს თითქოს მისი შესაფერისი "გოლდენ" იმიჯი შესძინა, ბოთლის ფორმაც თითქოს რაღაც უფრო დახვეწილი და ელეგანტურია :დ
ახალი VS ძველი
მოკლედ ვისაც ჯერ კიდე არ გაგისინჯავთ ახალ შეფუთვაში მყოფი კიდევ უფრო გემრიელი ნატახტარი დროს ნუ დაკარგავთ, ახლავე გასინჯეთ, მერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით. პოსტის ბოლოს კი გიტოვებთ ვიდეოს რომელიც ივენთზე გვაჩვენეს და ერთგვარი პრეზენტაციაა ნატახტარის ახალი დიზაინისა <3

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons